წუხელ გვიან ღამით მიხეილ რამიშვილმა სამხარაულის ეროვნული ბიურო დატოვა. ადვოკატის განცხადებით, იგი კანონსაწინააღმდეგო ინფორმაციას ტელეფონში არ ფლობს და აშშ-ს საელჩოს დახმარებას თხოვს.
“შეიძლება ჩემს თავისუფლებას საფრთხე დაემუქროს, მივმართავ აშშ-ს საელჩოს, რომ დაგვეხმარონ,”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
რაც შეეხება პროკურატურის მხარეს, დავით გუბანაძე აცხადებს, რომ ადვოკატის მობილურ ტელეფონში უკვე აღმოჩენილია მნიშვნელოვანი ინფორმაცია – მათ შორის ფურცხვანიძეს დაკავშირებით, ასევე რამდენიმე ფოტოსურათი.
პროკურორის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მტკიცებულებების ფალსიფიცირება დადგინდება, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც პროკურორი აცხადებს, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩენილია საკმაოდ მნიშვნელოვანი ფოტომასალა