Youtube არხზე Its Loud Just Cause გამოჩნდა ვიდეო, სადაც 3000 ცხენის ძალის ძრავის აფეთქებაა ასახული. აგრეგატი Dodge Ram–ის პიკაპზე იყო დამონტაჟებული და სიმძლავრის ცდას გადიოდა.
ძრავის სიმძლავრეს იუტას შტატში ზომავდნენ და ამ დროს ავტომობილთან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. ცდის ჩასატარებლად, 3000 ძალის აგრეგატი პიკაპზე დაამონტაჟეს და ამ დროს ავტომობილში ორი მგზავრი იმყოფებოდა.
ცდის დროს აგრეგატი ზედმეტად მძლავრი აღმოჩნდა, ჯერ შავი ბოლი გამოუშვა რასაც მალევე აფეთქება მოყვა. მაყურებელმა ინციდენტის ადგილი ძალიან მალე დატოვა. მგზავრები კი საბედნიეროდ მცირე დაზიანებებით გადარჩნენ.
თუ რა გახდა აფეთქების ზუსტი მიზეზი ამას სპეციალისტები უახლოეს მომავალში დაადგენენ.
