ეკვილიბრიუმი ამჯერად გორის სოფელ თორტიზას ეწვია და მცირე ბიბლიოთეკა მოაწყო. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს სოფელი ოკუპანტების მიერ დაიბომბა და ამ სოფლის სკოლის მოსწავლე შეიწირა.
“მცირე ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. შემდეგ მემორანდუმი გორის უნივერსიტეტთან” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე.
მემორანდუმის თანახმად სოფელ დიცში, ოკუპაციის გამყოფ ხაზთან ლიტერატურული ფესტივალის დაფუძნება იგეგმება.