თბილისში, ისნის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ინფორმაციას “ფორტუნასთან” ადასტურებს შს სამინისტრო.
უწყების ცნობით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.
ავარიის გამომწვევი მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.