LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი მის მიმართ წარმოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

51

Vanity Fair-სთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, 42 წლის ვარსკვლავის მიმართ ხმაური არ წყდება. კერძოდ კი, აქცენტი ჯოლის იმ სიტყვებზე კეთდება, სადაც ის ახალი ფილმის კასტინგსა და ბავშვების შერჩევაზე საუბრობს.

როგორც აღმოჩნდა, ანჯელინასა და სტატიის ავტორს შორის გაუგებრობა წარმოიშვა და ჯოლი ძალიან გააბრაზა იმ ფაქტმა, რომ მისი სიტყვები არასწორად გადმოსცეს.

„იმის დაშვება, რომ კასტინგის დროს, ბავშვების წინ ფულს ვდებდით და სხვადასხვა დავალებებს ვაძლევდით, სისულელეა. მე პირველი ავკრძალავდი ასეთ რამეს, რომ დამენახა. პატარა მსახიობებს ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვეკიდებით, რადგან მათი კომფორტი და უსაფრთხოება უმთავრესია.

ყოველდღე, გადაღებების პროცესს ბავშვების მშობლები, ექიმები ან სოციალური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძალიან გავბრაზდი, როდესაც წავიკითხე, რომ ფილმის სიუჟეტი მან რეალობად გადმოსცა“ – განაცხადა ჯოლიმ.

შეგახსენებთ, რომ ფილმი „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ ლუნგ ანგის ავტობიოგრაფიულ წიგნზე არის დაფუძნებული. ფილმი დიდ ეკრანებზე სექტემბერში გამოვა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები