LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშინ 300 ერთეული დანაშაული ხდებოდა, ახლა ხდება 100 – შს მინისტრი კრიმინალზე, არჩევნებზე, კიბერუსაფრთხოებაზე

94
117804800-2819710888130892-2507102087903573345-o

„როდესაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები საუბრობენ, რომ დღეს თურმე დაიქცა ქვეყანა და კრიმინალმა მოიმატა, შევიდნენ საიტზე და მონაცემებს გადახედონ. ნახავთ რამხელა სხვაობაა“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კრიმინალზე

„სულ კლებადი ვერ იქნება, ხან იკლებს ხან იმატებს, ეს ჩვეულებრივი რამაა. თუნდაც, 2012 წლამდე რომ ავიღოთ, არ მიყვარს ხოლმე გახსენება, რომ წინა მთავრობისას ასე ხდებოდა და ახლა ასე ხდება, მაგრამ სამწუხაროდ იძულებული ვარ ამას ხაზი გავუსვა. ელემენტარულად, ციხეებში 24000-25000 ადამიანი იჯდა, ახლა როგორც ვიცი, 9 000-მდეც არაა. მაშინ ხდებოდა 300 ერთეული დანაშაული, ახლა ხდება 100 ერთეული. 3-ჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა მაშინ, როდესაც ციხეში 3-ჯერ მეტი ადამიანი იჯდა. არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა, დაიქცა ქვეყანა“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

არჩევნებზე

გომელაურმა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ფაქტზე ხდება რეაგირება და დამნაშავეების დასჯა სამართლებრივად მოხდება.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, ყველა საქმეზე საარჩევნო პერიოდში იქნება მკაცრი რეაგირება“ – განაცხადა მინისტრმა.

 

კიბერუსაფრთხოებაზე

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც გომელაურმა ყურადღება გაამახვილა, კიბერუსაფრთხოებაა.
„კიბერუსაფრთხოების სფეროში დღეს შედარებით უფრო ძლიერად ვართ, თუმცა გვინდა, ხვალინდელი დღე უფრო ძლიერი იყოს და აღარ იყოს ისე ადვილი ჩვენი მტრების, სხვა ჯაშუშების შემოღწევა და ინფორმაციის წაღება ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებებიდან.
კიბერუსაფრთხოების მიმართულება ერთ-ერთი მოწყვლადია მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი. უკვე ორი-სამი წელია, აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, აშშ-სთან, ევროკავშირთან, ბრიტანეთთან. ეს ერთ-ერთი ურთულესი მიმართულებაა. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე დიდი შეტევა 2019 წლის შემოდგომაზე, ახლაც მოხდა კიდევ კიბერშეტევა“.

შს მინისტრმა ამ თემებზე კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნამდე ისაუბრა, რომელიც თბილისში იმართება და ყოველწლიური ხასიათი მიეცემა. ფორუმმა კიბერსივრცეში საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით, იდეების გაზიარებისთვის პლატფორმის ფუნქცია უნდა შეასრულოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g