LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელმაც თავბრუ დამახვია” – ნათია თოდუა სტუმრად პრემიერით „არტ-FM“-ში

14
atiatoduaartfm

25 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს  სიმღერის something პრემიერით მომღერალი ნათია თოდუა სტუმრობდა.

გადაცემის ლაივი LIVE

ვისაუბროთ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება…

ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი და თქვენი ეთერის საშუალებით მაქვს იმის შანსი, რომ ჩემს მსმენელს მოვუყვე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე. ალბომი გამოვიდა 2020 წლის 1 იანვარს, რომლის პრეზენტაციაც შედგა ბერლინში, ჩატარდა ძალიან კარგი კონცერტი და ყველანი დავრჩით კმაყოფილნი. შემდეგი ეტაპი იყო პრომო-ტურის ჩატარება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რომელიც პანდემიამდე მოვასწარით. ახლა კი ვართ იმ ეტაპზე, რომ საქართველოშიც მოვასწროთ რამის გაკეთება, სანამ საშუალება გვექნება. ჩამოსული ვარ ორი თვით და მინდა ჩემს მსმენელს გავუზიარო პროდუქტი, რომელიც გავაკეთე გერმანიაში 6 მუსიკოსთან ერთად. სიმღერა something ჩაწერილია ორ მუსიკოსთან ერთად, ტექსტის ავტორი ვარ მე, ვოკალის პარტიაც ჩემია, თუმცა, მუსიკაში დამეხმარნენ ორი უნიჭიერესი მუსიკოსი გერმანიიდან. ალბომზეც ვიმუშავე მათთან ერთად და ჯამში გამოვიდა 12 სიმღერა. დისკი რა თქმა უნდა გამოვიდა, თუმცა მხოლოდ სიმბოლურად. გვაქვს სიახლე, 25 სექტემბერს ტარდება  კონცერტი  პირველი არხის უკანა ეზოში, მსმენელი ამ არხის მეშვეობით გაიგებს ყველა იმ სიმღერის შესახებ, რაც ჩაწერილია ალბომში, ასევე ქართული სიმღერები, რომლის ქავერ ვერსია გაკეთდა აკუსტიკასთან ერთად. სამწუხაროდ რეგულაციების გათვალისწინებით მაყურებელი კონცერტს ვერ დაესწრება, თუმცა სატელევიზიო არხის მეშვეობით ეს შესაძლებელი იქნება.

როგორია სამომავლო გეგმები?

ნოემბერში ვიწყებთ 2021 წლისთვის სიახლეების დაგეგმვას. ამ პერიოდში სახელმწიფოს ექნება ინფორმაცია, თუ რისი უფლება გვაქვს. ვიმუშავებთ ახალ სიმღერებზე და ალბომის გაპიარებაზე. ამ წელში  33 კონცერტი იყო დაგეგმილი, რომელიც უნდა გადავანაწილოთ 2021 წელს, ასევე იგეგმება ფესტივალები. რადგან ვარ ბერლინში, დიდი სურვილი მაქვს, რომ ადგილობრივ  დიჯეებთან ვითანამშრომლო და გავაკეთო რაიმე ახალი.

პირად ცხოვრებაზეც გკითხავ, არის რაიმე სიახლე?

რა თქმა უნდა სიახლე მაქვს, გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელმაც თავბრუ დამახვია. სიყვარული ძალიან მეხმარება ამ  რთულ სისტემაში, რომ გავაკეთო უფრო მეტი. მიხარია, რომ ეს ადამიანი ჩემს გვერდითაა და მადლობას ვუხდი ამ სიყვარულისთვის.

რა გაკლია შენს ქვეყანაში, რა გენდომებოდა, რომ ყოფილიყო?

ძალიან კარგი კითხვაა ვეცდები, რომ გულრწფელი ვიყო. საქართველოში, როდესაც ჩამოვედი და გამოვაღწიე ამ პანდემიას, დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორ გამომეყენებინა ეს პერიოდი, მინდოდა ჩამეტარებინა კონცერტები. ვერ წარმოიდგენთ როგორ ვნერვიულობთ, ყოველდღე რამდენიმე საქმის დაორგანიზებაზე ვდარდობთ. ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი ამ გამოცდილებიდან არის ის, რომ დაორგანიზება გვიჭირს. პასუხისმგებლობის გრძნობა არ გვაქვს საკმარისი, რომ რაღაც შედგეს. მეტი ხელფასი, რომ იყოს უკეთესად გავაკეთებდიო ბევრი ასე ამბობს, რაზეც ძალიან ვბრაზდები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები