LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარი თქვენი სილამაზის სამსახურში!

339

ყველამ კარგად იცის, რამდენად სასარგებლოა ვიტამინებით მდიდარი საკვების კოსმეტიკურ საშუალებად გამოყენება, თუმცა, ბევრს არ გაუგია, რომ ერთი შეხედვით მავნებელი შაქრის გამოყენებაც შეიძლება სასარგებლოდ.

* რბილი ტუჩები – ნამიანი შაქრის ფხვნილი თხელ ფენად წაისვით ტუჩებზე და წრიული მოძრაობით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. ამგვარი მარტივი მეთოდი განსაკუთრებით მათ გამოადგებათ, ვისაც მშრალი ტუჩები აქვთ და ხშირად ექერცლებათ, რადგან შაქარი სწორედ ის დელიკატური სკრაბია, რომელიც თქვენ გჭირდებათ.

* სკრაბი ტანისთვის – აურიეთ ერთმანეთში შაქრის ფხვნილი, რბილი ბანანი და მშვენიერ დამარბილებელ სკრაბს მიიღებთ არაჩვეულებრივი არომატით.

* რუჯი – თუ თანაბარად გარუჯვა გსურთ და არ გინდათ დაიაფროთ „დამწვარი“ ლაქებით, გამოიყენეთ ზეთის სკრაბი. თხელ ფენად წაისვით შაქრისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი, მერე კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

* რბილი ტერფები – შაქარი ზეთითა და პიტნის ფოთლებით, რომელიც დელიკატურად აცილებს მკვდარ უჯრებდებს და არბილებს კანს, ფეხისგულების მოვლის საუკეთესო საშუალებაა.

* ხელების გაწმენდა – თუ გიჭირთ საღებავით დასვრილი ხელების გაწმენდა, კარგად გაისაპნეთ, მერე კი, ერთი ჩაის კოვზი შაქარი დაიყარეთ და კარგად დაისრისეთ. შაქარი საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერი ჭუჭყის მოსაცილებლად.

* ეპილაცია – პროცედურის წინ კარგად დაიმუშავეთ კანი შაქრის სკრაბით, რაც ეპილაციასაც გაამარტივებს და ბეწვის ჩაბრუნებისგანაც დაგიცავთ.

* ნაზი კანი ხელებზე – თუ გსურთ ნაზი და რბილი კანის შენარჩუნება, აურიეთ ერთმანეთში 1 ჭიქა შაქარი, 1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი და ერთი კაფსულა Е-ვიტამინი. საცხის ხელებზე დატანის შემდეგ გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი და რამდენიმე წუთში ჩამოიბანეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g