LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამხედრო მოქმედებები თუ მასშტაბური გახდა, ჩვენი აზრი კი არა აზერბაიჯანისა და სომხეთის აზრი აღარ დააინტერესებს არავის“

316
azer somxet

საქართველოსგან სულ რაღაც 180 კილომეტრში მთიანი ყარაბაღია. ადგილი, რომელიც წლებია, სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის მიზეზია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ორ სახელმწოფოს შორის არ წყდება კამათი, ვის ეკუთვნის მთიანი ყარაბაღი  და რომელ მხარესაა სიმართლე. იყო წლები, როდესაც პრობლემა უბრალოდ გაყინულად მიიჩნეოდა.

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება

არავინ ელოდა, რომ ახლა, როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის, კონფლიქტი განახლდებოდა. სამწუხაროდ, განახლდა. ორივე მხარეს არიან დაღუპულები. 

ცნობილია, საქართველომ არ დართო ნება თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღი შესულიყო.

გასულ კვირას საქართველოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა.

საქართველომ მას 1938 წლით დათარიღებული დავით გარეჯის რუკა გადასცა.

გაჩნდა მოლოდინი, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კონფლიქტში ბოლომდე შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, შესაძლოა, მოგვარდეს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის პრობლემა. შესაძლოა, ეს ძალიან უტოპიური იდეაა, მაგრამ საქართველოში მაინც ბევრი ფიქრობს, რომ როდესაც მეზობლები ჩხუბობენ, ყოველთვის სჯობია შემრიგებლის როლი შეასრულო და კონფლიქტი არ გაამწვავო. ამით შეიძლება უფრო მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე შუღლის გაღვივებით.

 

რატომ დაიწყო პრობლემა მაინც ახლა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამ კითხვით „ფორტუნამ“ კავკასიოლოგ მამუკა არეშიძეს მიმართა. 

აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა ამოქმედდა

 

რისი იმედი აქვთ მხარეებს?

უამრავი  ფაქტორი არსებობს, რამაც შეიძლება,  განეპირობებინა ამ კონფლიქტის აქტუალიზაციაცია.
ფაქტორიებია: პანდემია; მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა; დანაკარგები, რაც დღეს მათ ეკონომიკას აქვთ.

გარდა ამისა, შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც არსებობს სომხეთში. ძალიან სერიოზული დაპირისპირებაა პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის. შეიძლება მკვეთრად არ ჩანს, მაგრამ მაინც იკვეთება რეგიონის მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების ჭიდილი. მათი დაპირისპირება შავიზღვისპირეთში  უკვე ძალიან ნათლად ჩანს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი ხომ რეალურად მეგობრები არიან?

უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ისინი თემატური პარტნიორები არიან. როდესაც საქმე ეხება ენერგომატარებლების ტრანზიტს ევროპაში, აქ თურქეთი რუსეთის თანამშრომელია. როდესაც საქმე ეხება თურქეთის პოლიტიკურ ინტერესებს, როგორიც არის კავკასია, პირიქით მოწინააღმდეგეები არიან. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერდოღანს აქვს ოსმალისტური იდეოლოგია, რაც ოსმალეთის იმპერიის გავლენების აღდგენას გულისხმობს. ერდოღანის ხელისუფლება დგას ნაციონალუისტურ-რელიგიურ ჯგუფებზე. მათ მუდმივად სჭირდებათ იდეოლოგიური საკვები. ამიტომაცაა, რომ ერდოღანი ხშირ შემთხვევაში უპირისპირდება სხვა გეოპოლიტიკურ ლიდერებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები. რუსეთისა და თურქეთის პერსონები ისეთი ლიდერები არიან, რომლებიც ცდილობენ, პერსონალური პოლიტიკა აწარმოონ.

რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ კონფლიქტში არ აღმოჩნდეს ჩართული?

სამწუხაროდ, ძალიან შეზღუდული გვაქვს მანევრის საშუალებები. თუ ეს ყველაფერი ხანგრძლივ ომში გადაიზარდა, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ჩათრეული აღმოვჩნდებით. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განვითარდება სამხედრო მოქმედებები. ჰუმანიტარული და ეკონომიკური კატასტროფა აბსოლუტურად რეალურია.
ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე ვილაპარაკოთ.  მსოფლიო თანამეგობრობას მუდმივად უნდა მოვუწოდოთ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ გადადგას ნაბიჯები.

სამხედრო მოქმედებები თუ მასშტაბური გახდა, ჩვენი აზრი კი არა აზერბაიჯანისა და სომხეთის აზრი აღარ დააინტერესებს არავის. ეს უკვე ისეთი პროცესი იქნება, რომლის შეჩერება და პატარა ქვეყნის ინტერესებზე დამოკიდებულება აბსოლუტურად წარმოუდგენელი იქნება. თუ მსხვილ მოთამაშეებს უნდათ, რომ ეს ომი იყოს, იქნება. თუ უნდათ, რომ ხანგრძლივი ომი იყოს, ხანგრძლივი ომი იქნება. დღვანდელი მსოფლიო სამწუხაროდ ასეა მოწყობილი.

 

კონფლიქტის დაწყებიდან წლები გავიდა. დღევანდელი გადმოსახედიდან რა შეიძლება ვთქვათ, სიმართლე რომელ მხარესაა?

ძნელია ამ შემთხვევაში რაიმე ამტკიცო. გაეროს დოკუმენტაციაში არის მუხლები, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ერთის მხრივ საუბარია ერთა თვითგამორკვევაზე და მეორეს მხრივ წერია, რომ სახელმწიფო საზღვრები არ იცვლება. ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ორჭოფული ჩანაწერები არსებობს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების უზენაეს დოკუმენტში, ძალიან რთულია მტყუან-მართალზე ლაპარაკი.
თავიდანვე დოკუმეტის შედგენაში შეცდომა იქნა დაშვებული, რაც ასეთი კონფლიქტების ხელისშემწყობია. იქ უკვე არ ჩანს, რომელი მხარეა მართალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g