აჭარაში, სადაც დღეს კორონავირუსით დაინფიცირების 175 შემთხვევა დაფიქსირდა, სლოგანი „დარჩი სახლში“ ბრუნდება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სლოგანის დაბრუნების აუცილებლობა, ამ ეტაპზე მხოლოდ აჭარაშია.
„გთხოვთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ნაკლები იყოს კონტაქტი და გარეთ სიარული, „დარჩი სახლი“ ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ, უპირატესად ამ ეტაპზე აჭარაში. მობილობის დაგდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, მნიშვნელოვანია ინფექციის შემდგომ არგავრცელებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2054 ადამიანი.
31 პაციენტი გარდაიცვალა.