მიმდინარე წელს, ჰოლივუდის სამყაროში დიდი მატებაა. ჯუდ ლოუ, ედ შირანი, ალეკ ბოლდუინი, რიჩარდ გირი, სოფი ტორნერი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ვარსკვლავების, რომელთაც შვილი შეეძინათ.
სულ ცოტა ხნის წინ მათ რიცხვს ამანდა სეიფრდი შეემატა. 34 წლის მსახიობსა და მის 44 წლის მეუღლეს, ტომას სადოსკის მეორე შვილი შეეძინათ. წყვილი ვაჟის მშობლები გახდნენ. ამის შესახებ ამანდამ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა და ახალშობილის ფოტოც გაავრცელა.
შეგახსენებთ, წყვილმა 2017 წელს საიდუმლოდ იქორწინა. მათ 3 წლის ქალიშვილი ჰყავთ.