ცნობილ ქართველ მომღერალს, ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვბანელს, ჯემალ ჭკუასელს 86 წელი შეუსრულდა. იუბილე მას უამრავმა ადამიანმა მიულოცა.
1976-1979 წლებში ჯემალ ჭკუასელი გახლდათ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986 წლებში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი. 1986 წლიდან საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (1999 წლიდან ეწოდა „ერისიონი“) სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორია; 1997 წლიდან არის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. 2015 წელს მიენიჭა „ხელოვნების ქურუმის“ წოდება.
