LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ნაყოფიერად ვიმუშავეთ, გავაკეთეთ სამი სიმღერა, ორი კი მზადებაშია” – მაკა ზამბახიძე და კახა მამულაშვილი სტუმრად ,,არ დაიდარდოში”

14
zabaxidzemamulicha

რადიო ,,არ დაიდარდოს და თაკო მელიქიშვილის გადაცემას ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად მომღერალი  მაკა ზამბახიძე, პროდიუსერთან კახა (მამულიჩა) მამულაშვილთან ერთად სტუმრობდა. გადაცემის მსვლელობისას მაკამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ასევე შედგა ახალი სიმღერის ,,მენატრება ბავშვობა” პრემიერა.

როგორ ხართ, როგორც ვხედავთ ახალი სიმღერით გვესტუმრეთ..

მაკა ზამბახიძე:

პანდემიის ფონზე ვცდილობთ, რომ ვიყოთ კარგად, მოგიტანეთ ახალი სიმღერა და ასევე შემოქმედებითად ვმუშაობთ კიდევ სიახლეებზე.

მაკა, როგორც ვიცით, კარანტინი კახეთში გაატარე..

კი ის პერიოდი კახეთში ვიყავი, გავაკეთეთ ბევრი კარგი რამ. დავთესეთ მზესუმზირები და მოსავალში ვიდეორგოლიც კი გადავიღე (იცინის). შეიძლება ითქვას, რომ ეს პერიოდი ჩემთვის ნაყოფიერად აისახა.

კახა მამულაშვილი:

კარანტინის პერიოდშიც კი ვმუშაობდი, რადგან მაკასთან ერთად მოვედი, ვიტყვი, რომ წელს უფრო ნაყოფიერად ვიმუშავეთ, ვიდრე შარშან. გავაკეთეთ სამი სიმღერა, ორი კი მზადებაშია.

რომელ სტუდიასთან თანამშრომლობთ?

თანამშრომლობა დავიწყეთ  სტუდია ,,ბრავო რექორდსთან”, ზაზა შენგელიას და ალეკო ბერძენიშვილს მინდა აქედან დიდი მადლობა გადავუხადო, ფაქტიურად ალეკოსთან ვცხოვრობთ. დღეს წარვადგენთ ბატონი ზურაბ  მანაგაძის სიმღერას ,,მენატრება ბავშვობა”.

მაკა ზამბახიძე:

სიმღერის არანჟირება ეკუთვნის ჯგუფ ნონ-სტოპს, არის ცოცხალი ლაივჩანაწერი.

კლიპის გადაღებას ხომ არ აპირებ?

კახა მამულაშვილი:

ამ სიმღერაზე არა, თუმცა დავაანონსებთ ახალ სიმღერას ქალბატონ მაცაცო სებისკვერაძის. დათუნა გერსამიას დიდი მადლობა. გვაპატიე, რომ ჩაგიშვით რახან აქ ვართ დავაანონსეთ.

მაკა ზამბახიძე:

სიმღერა არის ახალ წელზე, რომელსაც ქალბატონი მაცაცო თავად ასრულებდა დიდი ხნის წინ. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ სიმღერაზე, რომელიც მზადების პროცესშია. იდეა ეკუთვნის მამულიჩას, ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა თქვენს რადიოში იქნება ძალიან მოთხოვნადი, რადგან თემა არის დაბადების დღე, მისალოცი. ავტორი გახლავთ მაიკო კაჭკაჭიშვილი, რა იდეა და გათვლებიც არის სიმღერაში ჩადებული, ვფიქრობ იმ წარმატებას მოგვიტანს. ჩაიწერა ,,ბრავო რექორდსში”, არანჟირება არის ბორიკო შხიანის. ვფიქრობ ასევე გადავიღოთ კლიპი და სიმღერაც მალე დასრულდება. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ მაიკოს.

კახა მამულაშვილი

ბევრი სიახლე გაგიმხილეთ, გვეშინია, რომ არ ჩავიკეტოთ და ბარემ ყველაფერს გიყვებით (იციანიან).

მაკა ზამბახიძე

იმედია მოგეწონებათ ჩვენი ახალი ნამუშევარი ”მენატრება ბავშვობა”, რომელსაც ჯგუფი ნონ-სტოპი მღეროდა და მამულიჩას მეც ვთხოვე რეპეტიციაზე მემღერა.

 

მაკა ზამბახიძე – მენატრება ბავშობა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

მაკა ზამბახიძე და კახა მამულაშვილი (მამულიჩა). ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები