LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში 51 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

88
პოლიცია

გურჯაანში, სოფელ ჭანდარში 51 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

თვითმხილველების თქმით, მხარეებს შორის კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო და შემდეგ, დაჭრით დასრულდა.

მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში მიაყენეს.

დაჭრილი მამაკაცი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია გადაყვანილი და იქ მკურნალობს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ეჭვმიტანილი დაკავებულია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g