LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტივი და ეფექტური იდეები თანამედროვე ინტერიერის შესაქმნელად

605

მაქსიმალურად ფუნქციონალური თანამედროვე სტილის ინტერიერის მთავარი მიზანი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ნივთებით ყოველდღიურ ყოფით მოთხოვნებს სრულად მორგებული სივრცის შექმნაა.

ნათელი დეტალები – მართალია, ნაკლებად ინტენსიური ფერების წყალობით, თანამედროვე სტილის ინტერიერი ერთი შეხედვით საკმაოდ მოსაწყენია, მაგრამ, ამგვარი მონოტონურობისგან თავის დაღწევა თავისუფლად შეიძლება კაშკაშა ფერის მცირე ზომის ავეჯით (თუნდაც ყვითელი ფერის პუფით) ან დეკორატიული ელემენტებით.

ცოტა ბრწყინვალება – სარკით დაწყებული პოლირებული მეტალით დასრულებული ანუ ყველაფერი, რაც ზედაპირს ირეკლავს, თანამედროვე ინტერიერის დეკორის ელემენტია, რადგან მბრწყინავი დეტალები გადატვირთვის გარეშე მსუბუქად აცოცხლებენ და  ვიზუალურად ზრდიან სივრცეს.

ნაკლებად ინტენსიური ფერთა გამა – თანამედროვე ინტერიერში, რომელიც მშვიდი და ნაკლებად ინტენსიური ფერებით ხასიათდება, აქცენტი მეტწილად ნაცრისფერის და ყავისფერის რბილი ტონებზე კეთდება, რადგან ამგვარ გარემოში დასვენებაც სასიამოვნოა და ნებისმიერი საქმის კეთებაც. გარდა ამისა, ნეიტრალური ფონი, არასდროსაა გამაღიზიანებელი და მომაბეზრებელი.

დეკორი – მართალია, ხასიათსა და ინდივიდუალურობას თანამედროვე სტილის ინტერიერი სწორედ დეკორატიული ელემენტების წყალობით იძენს, მაგრამ არაა საჭირო სივრცის გადატვირთვა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფუნქციონალურ დეკორს – ბალიშებს, გადასაფარებლებს, ლარნაკებსა და სარკეებს.

ეკლექტიკა – თანამედროვე სტილის ინტერიერის შექმნისას თამამად შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტები და თავისუფლად შეუხამოთ ეთნიკური სტატუეტები ნეოკლასიკური ავეჯს. მთავარია, შეინარჩუნოთ ერთიანი ფერთა გამა და მკაცრი ინტერიერი.

რთული ფაქტურის ფუფუნება – რაც მეტია განსხვავებული ფაქტურა, მით უფრო მდიდრულად გამოიყურება ინტერიერი. ნატურალური და ხელოვნური ბეწვი, ხავერდი, ფაქტურული ტყავი და ნაქსოვი ტილო – ვარიანტი უამრავია, ისე როგორც კომბინაცია და ყველაფერი მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ლაკონური ფორმები – თანამედროვე სტილის ინტერიერს არ ახასიათებს გაურკვეველი ფორმები, ნივთების უმეტესობა კი, მრგვალი ან აკვადრატულია. მართალია, საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება მრავალფენიანი მოფარდაგება, ჭედური ან ჩუქურთმიანი ელემენტები, მაგრამ თანამედროვე სტილის ინტერიერში ამგვარ დეტალებს ნაკლები დატვირთვა აქვს და თითქმის შეუმჩნეველია.

ფუნქციონალური და კომფორტული ავეჯი – თანამედროვე ინტერიერის მიზანი ყოველდღიურ ცხოვრებასთან მაქსიმალური ადაპტირებაა, ამიტომ ავეჯიც ყოველთვის მოხერხებული და პრაქტიკულია უნდა იყოს. შეიძინეთ  მრავალფუნქციური ან ე.წ. ტრანსფორმერი ავეჯი, რომელიც კომპაქტურიცაა და ერთდროულად რამდენიმე ფუნქციასაც ასრულებს.

ნაკლები ნივთები – თანამედროვე სტილის ინტერიერი მინიმალიზმით და ფუნქციონალურობით გამოირჩევა, ამიტომ არ ღირს სივრცის ზედმეტი ნივთებით გადატვირთვა.

ნატურალური მასალა – თანამედროვე სტილის ინტერიერში ნებისმიერი მასალის გამოყენება შეიძლება საფასო კატეგორიის მიუხედავად. ასე რომ, იატაკზე ერთნაირი წარმატებით შეიძლება იყოს დაგებული როგორც ლინოლეუმი, ისე პარკეტი. თუმცა, სწორედ ნატურალური მასალის წყალობით იძენს ინტერიერი ექსკლუზიურობას, ამიტომ არჩევანი ბუნებრივ მასალისა და მის ხელოვნურ შემცვლელს შორის ყოველთვის პირველის სასარგებლოდ გააკეთეთ.

უჩვეულო გაფორმება – თანამედროვე სტილის ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ინოვაციური მოსაპირკეთებელი მასალის გამოყენების შესაძლებლობაა. ასე რომ, ყოველთვის შეგიძლიათ ცემენტის კედლის ამოშენება ან მოცულობითი პანელების დეკორის გამოყენება. მთავარია, არ შექმნათ ზედმეტი კონტრასტი.

პრინტი – გეომეტრიული პრინტი ერთდროულად ხაზს უსვამს ინტერიერის სიმკაცრეს და აცოცხლებს მას. აბსტრაქტული ნახატს შეარჩევთ შესაბამისი ორნამენტით, დეკორატიულ ბალიშებს, ფარდას თუ ნოხს – არჩევანი მხოლოდ თქვენზეა!.

ოთახის მცენარეები – ცოცხალი მცენარეები ინტერიერს კომფორტსა და  მყუდროებას მატებს, ორიგინალური ქოთანი კი, დეკორის დამატებით ელემენტად შეგიძლიათ აქციოთ, მითუმეტეს, რომ ბევრი მცენარე მინიმალურ მზრუნველობას ითხოვს და მათ გულსაც მოიგებს, ვინც არასდროს მიაკუთვნებდა საკუთარ თავს სახლის ფლორის მოყვარულს.

განათება – სხვადასხვა ფორმისა და ფერის სანათები საკუთარ ფუნქციასაც ასრულებენ და ინტერიერსაც ახალისებენ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭერზე ჰორიზონტალურად მიმაგრებული მცირე ზომის ბრები ან ვერტიკალურად დაკიდული სანათები.

მაქსიმალური ჰაერი – თავისუფლად შეიძლება პატარა ბინის ვიზუალურად გარდა თუ ყველა ზედმეტი ნივთს მოაშოროთ და მეტი ადგილს დაუტოვებთ ჰაერს „მოძრაობისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g