LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეზონურად რომელი პლასტიკური ოპერაციების ჩატარებაა სასურველი – სილამაზის აკადემია

49
lashaosefaishvili

გადაცემის ლაივი LIVE

პანდემიის შემდგომ თავის მოვლის რა პროცედურებზეა მოთხოვნა – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა ლაშა ოსეფაიშვილმა ისაუბრა.

როგორ შეცვალა პანდემიამ პლასტიკური ქირურგიის მიმართულება?

ნებისმიერ დარგს და ნებისმიერ სფეროს, მათ შორის პლასტიკურ ქირურგიასაც შეეხო პანდემია. ჩვენ დავემორჩილეთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, 2 თვის განმავლობაში შეჩერებული გქვონდა მუშაობა, თუმცა სადღაც ივნისის დასაწყისში რეგულაციების დაცვით აღდგა მუშაობა.

რაც შეეხება ნაკადის შემცირებას, პირველ ეტაპზე ნაკადი ცოტა შემცირდა, თუმცა როცა მღელვარებამ გადაიარა, ჩვეულებრივ რეჟიმს დავუბრუნდით. უნდა ავეწყოთ ახალ რეალობას, ახალი რეგულაციებით. ყველა პაციენტი ყოველი ოპერაციის წინ გადის ტესტირებას, ასევე გარკვეული პერიოდულობით ექიმებიც. ეს მაინც არ იძლევა 100% გარანტიას, თუმცა ეს არის ის მაქსიმუმი, რომელიც ამ ეტაპზე თეორიულად შესაძლებელია.

სეზონურად რა ოპერაციების გაკეთებააა სასურველი?

მკაცრად დეფიცინირებული არ გვაქვს, თუმცა რეკომენდაციის სახით შეგვიძლია ვთქვათ, არ არის სასურველი ლიპოსაქცია გავიკეთოთ სიცხეში, ცხელ პერიოდში ჩატარებული ოპერაციების ნაწილში შეშუპება და დასიება მეტია, ამიტომ სიცხეში ვერიდებით მათ ჩატარებას. ოქტომბერი იდეალური პერიოდია ნებისმიერი ტიპის პლასტიკური ჩარევისთვის. ყველაზე აქტუალურ, მოთხოვნად ოპერაციად ითვლება ცხვირი, მკერდი, ლიპოსაქცია, უკვე წლებია ეს ოპერაციები გვხვდება პირველ სამეულში.

როგორი იქნება თქვენი რეკომენდაცია არსებული სიტუაციიდან გამომდინარე?

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შემიძლია ვურჩიო პაციენტებს, თუ არ არის აუცილებლობა, ან გადაუდებელი მდგომარება, თავი შეიკავონ პლასტიკური ოპერაციებისგან, რადგან პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტს უწევს კონტაქტი, შესაბამისად დაინფიცირების რისკი მაღალი რჩევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები