გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნესასოციაცია ბიზნესსექტორს მიმართავს.
„საქართველოს ბიზნესასოციაცია უერთდება საქართველოს მთავრობის მოწოდებას და ბიზნესსექტორს მიმართავს განსაკუთრებული ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიებში ვირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს, ზედმიწევნით იქნეს დაცული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, განსაკუთრებით თერმოსკრინინგის, პირბადის ტარებისა და დეზინფექციის ნაწილში.
„უმნიშვნელოვანესია, რომ ბიზნესოპერატორის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, კომპანიაში ინფიცირების თითოეული შემთხვევის გამოვლენისას, არ დაველოდოთ ინფიცირებულის უახლოესი სამსახურებრივი კონტაქტების ტესტირების შედეგებს და მყისიერად მოვახდინოთ მათი იზოლირება სამუშაო პროცესისაგან, რათა საჭირო არ გახდეს ორგანიზაციაში უფრო მასშტაბური შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, რაც დააზარალებს ჩვენს ბიზნესებს“, – აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე.