LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ შეჩერდა ჯოლი-პიტის განქორწინების პროცესი

105

გამოცემამ ET Online  ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების პროცესის შეფერხებაზე განმარტება დაწერა. წყაროს ცნობით, პროცესში აღებული პაუზის მიზეზი წყვილის შვილებია, რომლებიც ორივე მსახიობისთვის პრიორიტეტია.

„არსებითად, მათ ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა”, – განაცხადა ინსაიდერმა.

მისივე მტკიცებით, ამ დროისთვის მსახიობებს ერთმანეთის მიმართ გრძნობა არ აქვთ და თუ ერთმანეთის მიმართ დიდ პატივისცემას ავლენენ, მხოლოდ შვილების გამო.

წყაროსვე ცნობით, შერიგებაზე ლაპარაკიც კი არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g