2016 წლის “იქს ფაქტორის” გამარჯვებული, ავთო აბესლამიძე წერს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. ავთო ბათუმელი გახლავთ. სოციალურ ქსელში მან ასე ამცნო მეგობრებსა და გულშემატკივრებს ახალი ამბავი: „Covid 19 მომიბრძანდა ))) იმედია, მშვიდობით გავაცილებ“.
ავთოს უამრავი ადამიანი უსურვებს გამოჯანმრთელებას, მათ შორის არიან ინგა გრიგოლია, მაიკო კაჭკაჭიშვილი, ნატო დუმბაძე, ანდრია გველესიანი და სხვები.