LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურის შემოვლით გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

203
118126238-3603556486344114-1055523943841799496-o

7 ოქტომბრის 21:00 სთ-დან 8 ოქტომბრის 08:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 120-ე კმ-ზე მდებარე აგარების სატრანსპორტო კვანძიდან 135-ე კმ-ზე მდებარე სურამის სატრანსპორტო კვანძამდე მონაკვეთის დასავლეთის მიმართულებაზე, ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ავტომაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ახალგახსნილ ავტობანზე (ხაშურის შემოვლითი გზა) №5 (LS) ხიდის გახსნის ღონისძიებებისთვის საჭიროა კოჭის ამწევი მექანიზმის გადაადგილება, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

დასავლეთის მიმართულებაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაერთვება თბილისი–სენაკი–ლესელიძის ძველ საავტომობილო გზაზე, ხაშურის გავლით. მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

ცნობისათვის, ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლოატაციაში შევიდა 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2 ზოლიან გზაზე. გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე კმ-ი 4 ზოლიანი იქნება
ამ მონაკვეთზე აშენდა 420 მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები