„ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შესაბამის გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭოზე მიიღებენ, რომელიც ორშაბათს გაიმართება.
„ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს საკოორდინაციო საბჭოზე ორშაბათს იქნება მიღებული გადაწყვეტილება იქნება თუ არა შეზღუდვები, ან რა ფორმით.
როდესაც ყოველდღე გვაქვს 400-550 შემთხვევა, რა თქმა უნდა, იმატებს დაუდგენელი წყაროები, რადგან უკვე ეს საყოველთაო გავრცელების ერთ-ერთი ინდიკატორია. ამიტომ, დაუდგენელი წყაროების რაოდენობა იმატებს. როდესაც იყო დღიური 30-50 შემთხვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ უხშირესად გავდიოდით წყაროებზე, ახლა კი ეს რთულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.