ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ ჩართვის დღიდან (2016 წლის ნოემბერი) გამომუშავებული და მიწოდებული ელექტროენერგია 67 000 000 კილოვატ საათს შეადგენს.
ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ მიმდინარე წლის ივლისის თვეში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 7 327 000 კილოვატ საათი შეადგინა, რაც ივლისის თვის პროგნოზს 427 0000 კილოვატ საათით აღემატება.
რაც შეეხება ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდებას, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე ყაზარაშვილის განცხადებით, უკვე მომზადებულია ტექნიკური დავალება, რომლის მიხედვითაც ფინანსური და იურიდიული მომსახურების შესყიდვა მოხდება. მისივე თქმით, შერჩეული შესაბამისი საკონსულტაციო კომპანია მოახდენს შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ სააქციო საზოგადოებად გადაკეთების პროცესს.
მისივე თქმით, სწორედ საკონსულტაციო კომპანია განსაზღვრავს დარჩება თუ არა ქართლის ქარის ელექტროსადგურის საკონტროლო პაკეტი „ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ნავთობისა და გაზის კორპორაციის მფლობელობაში.