LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათვი პლაჟზე: გარემოს დაცვის სამინისტრო ცხოველთა გადარჩენის ფრონტს პასუხობს

318

გუშინ გვიან ღამით სოციალურ ქსელში „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტმა“ დათვის ბელის სურათი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ბელი არცთუ სახარბიელო ფიზიკურ მდგომარეობაშია.

როგორც აღმოჩნდა, სურათი ძველია და 2013 წლით თარიღდება. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მაკა მაჭავარიანმა განაცხადა.

“გუშინ გვიან ღამით სოციალურ ქსელში „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის“ მიერ გავრცელებული დათვის ბელის სურათი 2013 წლით თარიღდება”– განაცხადა მაჭავარიანმა.

მაკა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ აჭარის რეგიონული სამსახური მუდმივად ამონიტორინგებს მსგავს საკითხებს.

„მიუხედავად ძალიან მცირე ადამიანური და ტექნიკური რესურსისა,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მსგავს ფაქტებზე მუდმივ მონიტორინგს ატარებს. ქობულეთში აღნიშნულ საკითხზე ორი ეკიპაჟი პატრულირებს და დათვის ბელი წელს სანაპირო ზოლის მიმდებარედ არსად შეუნიშნავთ“ – განაცხადა მაკა მაჭავარიანმა.

რამდენიმე ზაფხულის განმავლობაში ქობულეთში დამსვენებლებს ხშირად ხვდებოდათ მამაკაცი დათვის ბელით, რომელთან სურათის გადაღების მსურველები ბევრნი იყვნენ.

და ამ თემაზე 2013 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებაც აქვს გაკეთებული:

„ქობულეთში მცხოვრები მოქალაქის მიმართ საქართველოსწითელ ნუსხაშიშეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველისმურა დათვის ბელის უკანონოდ დატყვევების ფაქტზე შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მოქალაქის მიერ აღნიშნული დათვის ბელი გამოყენებული იყო შავი ზღვის სანაპირო ზოლზე დამსვენებლებთან ფოტოების გადასაღებად.
მოქალაქის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი განსახილველად გადაგზავნილი იქნა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში.
სამართალდამრღვევზე ჩამოთმეული დათვის ბელი, დროებით შენახვის მიზნით მიბარდა ქალაქ ბათუმის ზოოლოგიურ პარკს“ – წერს გარემოს დაცვის სამინისტრო 2013 წლის 30 აგვისტოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს კანონმდებლობით, სამართალდარღვევად ითვლება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა, საბინადრო გარემოს მოსპობა ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისთვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, იწვევს დამრღვევი პირის დაჯარიმებას 150-დან 850 ლარამდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g