საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი „ბილაინი”, განაგრძობს მომხმარებლებისთვის მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებას და სერვისებზე წვდომის გაფართოებას. ამიერიდან როგორც “ბილაინის” სიმ ბარათის შეძენა, ასევეს იმ ბარათის აღდგენა შესაძლებელია „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში, მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ აბონენტმა სიმ ბარათი დაკარგა ან დაუზიანდა, ბილაინის მაღაზიების გარდა, შეუძლია მიმართოს „საქართველოს ფოსტის“ სერვის ცენტრებს შესაბამისი სერვისის მისაღებად.