მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 32 გრადუსი იქნება.
უნალექო ამინდი 12-დან 14 ოქტომბრის ჩათვლით შენარჩუნდება. 15 ოქტომბერს კი დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა.
სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსი იქნება.
დედაქალაქ თბილისში, ასევე თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერი კი +24, +26 გრადუსამდე გათბება.
