LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილი ჯეიმსსა და დომინიკ ვესტს რომანი აქვთ – რომანტიკული ფოტოები რომშია გადაღებული

388
shbznzsnews201012

ლილი ჯეიმსი ცოტა ხნის წინ მსახიობ მეტ სმიტს დაშორდა. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ 31 წლის ბრიტანელმა მსახიობმა ახალი სიყვარული იპოვა და ეს 50 წლის მსახიობი დომინიკ ვესტია. წყვილი ერთად რომში გადაიღეს, როდესაც ისინი სქროლით სეირნობდნენ და ქალაქის ღირსშესანიშნაობებს იღებდნენ. პაპარაცების ობიექტივში მოხვდა რომანტიკული კოცნაც, რამაც მათი რომანი დაადასტურა. საინტერესოა, რომ აქამდე ვესტისა და ჯეიმსის ურთიერთობაზე არაფერი იყო ცნობილი. იმ ფონზე, როდესაც ვესტი ოფიციალრურად ქორწინებაში იმყოფება, ეს სიახლე ნამდვილად სკანდალური გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ დომინიკ ვესტი განსაკუთრებულად პოპულარული გახდა სერიალით „საყვარლები“. ვესტი 2010 წლიდან დიზაინერ კეტრინ ფიტჯერალდზეა დაქორწინებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g