კოლინ ფერტი ლონდონის კინოფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც ახალი ფილმი წარადგინა. „ზეციური“ – ასე ქვია მსახიობის მონაწილეობით გადაღებულ ახალ დრამატულ ფილმს, რომელიც ეკრანებზე სექტემბერში გამოვიდა. ფილმი ორი პარტნიორის, სემისა და ტასკერის ამბავზე გვიყვება, რომლებიც ინგლისში, მეგობრებისა და ახლობლების სანახავად ჩადიან. ცნობილი ხდება, რომ ტასკერს მძიმე დიაგნოზი აქვს, რის გამოც ის სამყაროს მიმართ დამოკიდებულებას ცვლის.
პრემიერაზე 60 წლის კოლინ ფერტი პირბადით მივიდა, თუმცა ფოტოსესიის დროს ის მოიხსნა. ბოლო დროს ვარსკვლავი საგრძნობლად გაჭაღარავდა, თუმცა, შევერცხლილი ფერტი მაინც შეუდარებელია.