LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, ვერ გავაკონტროლებთ ვირუსი ვის გადაედება და ვის არა

134
akakizoidze

შესაძლებელია თუ არა საქართველო დაუბრუნდეს იმ მკაცრ რეგულაციებს, როგორსაც ადგილი ქონდა გაზაფხულზე? დაამძიმებს თუ არა ეს სოციალურ ფონს, შემცირდება თუ არა სამუშაო ადგილები, გაჩერდება თუ არა ტრანსპორტის მუშაობა: ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” ეთერში, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა აკაკი ზოიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, დღევანდელი სტატისტიკის ფონზე, ნაკლებად მიზანშეწონილია მკაცრი რეგულაციების მიღება. თუმცა, პირველ რიგში, რაც მნიშვნელოვანია, საზოგადოების მხრიდან რეგულაციებზე მორგება და შესრულება უნდა მოხდეს.

“პირველ რიგში დარაჯი ვართ ჩვენ თვითონ. შესაბამისად, რეგულაციების ზედმიწევნით შესრულება ადამიანებზეა დამოკიდებული. ეს გართულებებს თავიდან აგვარიდებს. ამიტომ, მეეჭვება საჭირო იყოს რეგულაციების გამკაცრება”.

ზოიძემ ისიც აღნიშნა, რომ არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება არ არის საჭირო. ამას ჯობია, რომ შესრულდეს რეკომენდაციები.

მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ეს ვირუსი ვის გადაედება და ვის არა. შესაბამისად, ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g