LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ ელექტროქარმა მარსამდე მიაღწია

60
tesla201013

კოსმონავტიკის ამერიკელმა ექსპერტმა ჯონათან მაკდაუელმა განაცხადა, რომ ილონ მასკის მიერ კოსმოსში გაგზავნილმა როდსტერმა რამდენიმე დღის წინ მარსამდე მიაღწია და წითელი პლანეტიდან 7 მილიონი კილომეტრიც იფრინა.

მაკდაუელის გამოთვლებით, Tesla Roadster მარსს 7,41 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდა და ეს მაქსიმალური დისტანციაა, რომლითაც ავტომობილს პლანეტასთან მიფრენა შეეძლო.

ასე რომ, ელექტროქარმა, რომელიც ცოტა ხნის წინ კოსმოსურ ნაგავს მიაკუთვნეს, მორიგი საზღვარი გადალახა. 2018 წლის შემდეგ, ანუ კოსმოსში გაფრენის მომენტიდან ელექტროქარი დედამიწას 89,6 მილიონი კილომეტრით დაშორდა.

2020 წლის სექტემბრის მონაცემებით, ავტომობილის კოსმოსში გადაადგილების სიჩქარე 14,5 კილომეტრი/წამში იყო.

და ბოლოს, „ტესლას“ დედამიწის გარშემო სრული წრის გასაკეთებლად 557 დღე დასჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g