LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკ-მა „თელასის“ საკითხს ტარიფებთან დაკავშირებით კენჭი უყარა

95

სემეკ-მა კომპანია „თელასის“ სატარიფო განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, მიუხედავად სხდომაზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებისა, მაინც დაიწყო. სხდომაზე ამ წუთებშიც ხმაურია, თუმცა, საკითხს კენჭი მაინც უყარეს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე საპატრულო პოლიციც იმყოფება, რომელიც, მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სხდომა ხმაურის გამო შეწყდა. სხდომაზე „ლეიბორსიტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ, სემეკს მოუწოდა, არ დაუშვას ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება. მან სემეკის წევრებს “მაღალანაზღაურებადი თოჯინები” უწოდა და განაცხადა, რომ ისინი კახა კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებენ.

რამდენიმეწუთის შემდეგ სხდომა კვლავ ხმაურის ფონზე განახლდა, რის შემდეგაც სხდომაზე სემეკი-ის დაცვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები შევიდნენ.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას „თელასის“ სატარიფო განაცხადზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად 150-დღიანი ვადა აქვს, ანუ ,,თელასის” შემთხვევაში ეს ვადაა – 2017 წლის 31 დეკემბერი.

„თელასმა“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით სემეკ-ს სატარიფო განაცხადით 4 აგვისტოს მიმართა.სემეკ-ში განმარტავენ, რომ საუბარია ტარიფების ყოველწლიურ გეგმურ გადახედვაზე. როგორც სხდომაზე აღინიშნა, დადგენილი ტარიფი ძალაში არა ერთი, არამედ 3 წლის განმავლობაში იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g