ქობულეთში 200 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის საძირკველში კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და აღნიშნული სასტუმროს მშენებელი კომპანია “კრისტალ ბილდინგის” წარმომადგენელმა ვანო ლომიძემ ჩაუშვეს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტი 200 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს, რომელშიც ღია და დახურული ტიპის აუზები, გასართობი ობიექტები, სამორინე, რესტორნები, კაფე-ბარები, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრი განთავსდება.
“ეს არის აჭარაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი
საინვესტიციო პროექტი, რომლითაც რეგიონი ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკური სარგებელს მიიღებს. აღნიშნული 200 მლნ ლარის ღირებულების ინვესტიცია, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აჭარაში ეკონომიკური პროცესები ჯანსაღად, სწორი მიმართულებით მიდის. თითოეული ახალი ინვესტიცია, ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას უწყობს ხელს, რაც შემდეგ ციფრებშიც აისახება. მხოლოდ ეს პროექტი 400 ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს.
ჩვენი ეკონომიკური გუნდი პარალელურად ციხისძირის პოტენციალის ათვისებაზე მუშაობს. მზადდება ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც აქამდე ნაკლებად ათვისებულ ტერიტორიებს, ახალ დატვირთვას შესძენს. აღნიშნული ტერიტორიის პოტენციალის პოპულარიზაცია, სრულიად ახალი საინტერესო შესაძლებლობა და პლატფორმა გახდება ახალი სარეკრეციო ზონების შექმნის და ასევე დამატებითი ინვესტიციების განხორციელების კუთხით,”- განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.