ქართული მხარე თურქეთიდან, ორი ვერტმფრენის გარდა, თვითმფრინავსაც ელოდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა, განაცხადა. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, თვითმფრინავის საჭიროების დეტალები.
ამასთან, მან უარყო ინფორმაცია, რომ დახმარებისთვის მოლაპარაკება, თურქეთის გარდა, სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ევროკავშირთან მოლაპარაკებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრი საუბრობდა.
”კიდევ დაგვემატება ავიაცია თურქეთიდან. სხვა ქვეყნებიდან დახმარება ჯერჯერობით არ განიხილება. თურქეთიდან დაემატება ჩვენს ავიაციას 2 ვერტმფრენი და საუბარია ასევე თვითმფრინავზე,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.