LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ რთულ მომენტში გამოჩნდა, თუ რამდენი მეგობარი ჰყავს საქართველოს – პრეზიდენტი მარგველაშვილი

41

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, განცხადებით, ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

პრეზიდენტი სტიქიის ადგილას იმყოფება, სადაც საგანგებო შტაბის სხდომას დაესწრო და არსებული ვითარების შესახებ ბოლო მონაცემები მოისმინა.

მისი თქმით, ბორჯომის ხეობაში ცეცხლი, ფაქტობრივად, ლიკვიდირებულია, თუმცა, რთული რელიეფური ვითარების გამომდინარე, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

პრეზიდენტმა მეხანძრე მაშველებს, შეიარაღებულ ძალებს და მეზობელ ქვეყნებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, “ამ რთულ მომენტში გამოჩნდა, თუ რამდენი მეგობარი ჰყავს საქართველოს”.

რაც შეეხება დივერსიის ვერსიას, პრეზიდენტი აცხადებს, რომ  „როდესაც არის პრობლემა, ყველა ვერთიანდებით პრობლემის გადასაწყვეტად. როდესაც გადავწყვეტთ პრობლემას, მერე ვიწყებთ კითხვის ნიშნების დასმას და მათზე პასუხს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g