წაღვერის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მოსახლეობის ნაწილი სოფელ დაბაში მდებარე საგანგებო შტაბთან მივიდა და დახმარება ითხოვა.
მოსახლეობა შტაბისგან მოითხოვს, რომ გაიგზავნოს ბრიგადები და შესაბამისი ტექნიკა და აღმოფხვრან ცეცხლის კერა.
მათივე ინფორმაციით, გუშინ გვიან წაღვერთან ახლოს, ფიჭვნარში ახალი კერა გაჩნდა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ხანძარი მოსახლეობასთან ახლოს არის.