მიმდინარე წლის გაზაფხულზე, აბელ ტესფაიემ, სასცენო ფსევდონიმით The Weeknd, ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ახალი ალბომი, After Hours გაავრცელა, ეს ვარსკვლავის რიგით მეოთხე ალბომია, მასში 14 კომპოზიციაა წარმოდგენილი. ალბომის გამოსვლიდან 7 წუთში, ნამუშევარი Apple Music-ის პლატფორმის პირველ პოზიციაზე განთავსდა. თაყვანისმცემლებმა ნამუშევარი 975,000-ჯერ მოისმინეს, რაც მსოფლიო რეკორდია.
სულ ცოტა ხნის წინ, არტისტმა მსმენელს საკუთარი კომპოზიციის, In Your Eyes ალტერნატიულ ვერსია შესთავაზა, რემიქსში ცნობილი მუსიკოსი, საქსოფონისტი, Kenny G მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ტრეკის ორიგინალი ვერსია უკანასკნელი ალბომის, After Hours ერთ-ერთი სინგლია.