„რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა,“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან.
ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა წარუდგინა. ახალი გუბერნატორი მუშაობას შეუდგა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, არჩილ ჯაფარიძეს საჯარო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ბოლო წლებში ის იყო მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე და კარგად იცნობს რეგიონის საჭიროებებს.
გუშინ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახა გულედანმა, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე წარუდგინა.