LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი სტრესის დროს არასწორია, რომ მედიასთან პერიოდულად კომუნიკაცია არ იყოს: ბოკერია

103
BeFunky-collage (13)

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავს ვითარებაში, საზოგადოებასთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ბოკერიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.

“არ გავაკეთებ არანაირ შეფასებებს პოლიციის ოპერაციის, რადგან გრძელდება ეს ოპერაცია და არც მაქვს ამბიცია, რომ სპეციფიკური ცოდნა მაქვს საპოლიციო ოპერაციების. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ავტომატურად, რომ ასეთი სტრესის დროს არასწორია, პერიოდულად კომუნიკაცია მედიასთან, საზოგადოებასთან არ ხდებოდეს, თუნდაც არ იყოს არსებითი სიახლე რამე. ყველა შემთხვევაში, ეს სჭირდება საზოგადოებას, ეს ნორმალური ამბავია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა ტერიტორია რამდენიმე მძევალთან ერთად, პოლიციის მანქანით დატოვა. ეს ტელეკომპანია “იმედის” კადრებში ჩანს.

გავრცელებული ვერსიით, სამ ადამიანს შორის, რომლებთან ერთადაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა ხელყუმბარით ხელში დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთო გალდავაა. არაოფიციალური ინფორმაციით, გალდავა მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხარეო პოლიციის უფროსმა მძევალი ჩაანაცვლა

“სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წამომადგენელმა ფული მოიტანა…”- რას წერს ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ერთ-ერთი მძევალი იყო

“თუ ეს კრიმინალია, კრიზისი ამ ღამესვე გადაწყდება, მაგრამ თუ პოლიტიკური მიზნით დაგეგმილია, შესაძლოა, მძიმე შედეგები დადგეს“ – ექსპერტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g