LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,თოჯინა თვითონ მეუბნება, რა უნდა მას” – ქართველი მეთოჯინე ქალის ისტორია და გეგმები

713

ქართველი მეთოჯინე მაკო გნოლიძე „ფორტუნას“ საკუთარი თოჯინების და არაერთი სახელოვნებო ნამუშევრის ისტორიას და სამომავლო გეგმებს უზიარებს.

პროფესიით ფიზიკოსი, 48 წლის ოსტატი მაკო გნოლიძე უკვე რამდენიმე წელია, სახასიათო თოჯინების ავტორია. თოჯინებთან ერთად მას არაერთი სხვა სახელოვნებო ნამუშევრებიც აქვს.

მაშინ, როდესაც მაკო თოჯინებს ქმნის, სხვადასხვა პროფესიის მორგება ერთდროულად უწევს. თოჯინებს თავად უქმნის სამოსს, უკეთებს მაკიაჟს და ვარცხნილობას. მისთვის თითოეული ნამუშევარი განსაკუთრებულია. პერსონაჟები დამოკიდებულია ოსტატის ხასიათსა და განწყობაზე.

მაკო გნოლიძე არაერთი საერთაშორისო გამოფენის მონაწილეა, სამომავლოდ კი ის საავტორო გალერეის გახსნას გეგმავს, სადაც დაინტერესებულ პირებს ადგილზე შეეძლებათ თითოეული ნამუშევრის დათვალიერება, შეფასება და შეძენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g