LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა: არ უნდა მოხდეს დაუსჯელობის შეგრძნების გაჩენა

109
78341743-1514793838658515-6159200569543098368-o

ზუგდიდში შექმნილი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

”მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი, მძევლების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ეს პირველი რიგის ამოცანაა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავებს აქვთ დავალება, რომ სასწრაფოდ დააკავონ დამნაშავე. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც ოპერატიულ -სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც შსს-მ უნდა შეასრულოს.

მან ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა ყველა კანონიერი ინსტრუმენტი უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ მსგავსი დანაშაული აღარ განმეორდეს, რათა არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან უდანაშაულობის და დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების გაჩენა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ის, მძევლების სიცოცხლის სანაცვლოდ, 500 000 დოლარს, ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. გამთენიისას ყველა მძევალი გათავისუფლდა, თავდამსხმელი კი მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები