საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში, თურქეთის მთავრობის ახალი განკარგულებით, 900-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე დაითხოვეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.
ახალი განკარგულება ოფიციალურ მაცნეში დღეს გამოქვეყნდა. განკარგულების თანახმად, დათხოვილი იქნებიან სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყების თანამშრომლები.
თურქეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შემოიღეს. აღნიშნული რეჟიმი სამჯერ იყო გახანგრძლივებული. თურქეთის ოპოზიცია და ევროკავშირი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გახანგრძლივებას აკრიტიკებენ. მათი აზრით, ეს საფრთხეს უქმნის თურქეთის მოქალაქეების თავისუფლებებსა და უფლებებს.