გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კოვიდინფექციის შედეგად კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა.
ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია ვებ-გვერდზე stopcov.ge აისახა.
ამ დროისთვის კოვის 19-ს საქართველოში სულ 183 ადამიანი ემსხვერპლა.
განახლებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4408 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3155 ადამიანია.
კოვიდ-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1848-ია, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი კი 41.
მორიგი ანტირეკორდი: საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა