ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთზე შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს.
ამის შესახებ სააგენტო ToloNews ავღანეთის შს სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
თვითმხილველთა თქმით, იმამ ზამანის მეჩეთის ტერიტორიაზე აფეთქებასა და სროლას ჰქონდა ადგილი.
თავდასხმის შემდეგ პოლიციამ მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.
ავღანეთის შს სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, თავდასხმა სამმა ან ოთხმა პირმა განახორციელა. ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა.
ინციდენტის სხვა დეტალები, მათ შორის დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა, ჯერჯერობით უცნობია.