LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lincoln გერმანულ ბრენდებს კონკურენციას არ გაუწევს

60
9989d894e6d3c0892c576c623aa9c7f0bdc7daa1

ამერიკული კონცერნი Ford ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისეთი მოდელები როგორიცაა Mustang თუ Explorer ევროპაში გაიტანოს, ბრენდ lincln–ს კი მსგავსი მიდგომა არ ეხება.

როგორც Ford Authority–ს ვიცე–პრეზიდენტმა განაცხადა, კონცერნი lincln გერმანულ ბრენდებს კონკურენციას არ გაუწევს. უფრო მეტიც, მისი გატანა ევროპაში საერთოდ არ იგეგმება. კომპანია ამჯერად მთლიანად ამერიკულ ბაზარზეა ორიენტირებული და მომავალში ჩინეთში გადასვლასაც გეგმავს. მისი სამომავლო გეგმაც სწორედ ამ ორ უმთავრეს ბაზარს უკავშირდება.

Lincln კვლავინდებურად კროსოვერებისა და ყველგანმავალების წარმოებაზეა გადართული და სამომავლოდ სედანების გამოშვებასაც არ გამორიცხავს. საქმე ისაა, რომ ბრენდი აქტუალურ ტენდენციებს თვალს ადევნებს და როგორც კი ამის საჭიროება გახდება წარმოებასაც შეცვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები