LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ 50 000 ავტომობილის უკან გამოწვევა მოუხდა

98
resla3243455

„ტესლამ“ 48 442 მოდელის, მათ შორის Model S–ის და Model X–ის უკან გამოწვევა დააანონსა. ეს ავტომობილები ჩინეთის ტერიტორიაზეა გაყიდული და სხვადასხვა ხარვეზის გამო ამერიკულ ბრენდს მათი შეკეთება მოუწევს.

ჩინური მედიის ინფორმაციით, სერვის ცენტრში 29 193 Model S და Model X გაიგზავნება, აღნიშნული მოდელები ქვეყანაში 2013 წლის 17 სექტემბრიდან 2017 წლის 16 აგვისტომდეა შეტანილი. დახარვეზდა ასევე იმპორტირებული Model S–ის 19 249 ეგზემპლარი, რომელიც ჩინეთში 2018 წლის 15 ოქტომბრამდე მოხვდა. ყველა პრობლემური ავტომობილი, ამერიკაში, კალიფორნიის შტატში მდებარე ქარხანაშია აწყობილი.  ჩინეთის ტერიტორიაზე წარმოებულ მოდელებს კი გამოწვევა ჯერ–ჯერობით არ შეხებია.

„ტესლა“ საჭირო სარემონტო სამუშაოებს სრულად დააფინანსებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g