LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოს გადაწყვეტილება და ხმის მიცემის გარეშე დარჩენილი ათასობით მოქალაქე – არასამთავრობოების შეფასება

73
archevnebi (1)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებასა და ზოგადად წინასაარჩევნო გარემოზე, ასევე არჩევნების დღეს მოვლენების განვითარებაზე “დღის თემაში” საერთაშორისო გამჭვირავლობა საქართველოს წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა ისაუბრა.

ის ამბობს, რომ კარგია, რადგან ცესკომ სპეციალური გადასატანი ყუთის სიაში იმ ამომრჩევლის რეგისტრაცია გაახანგრძლივა, რომელბიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში არიან, თუმცა ეს მისი თქმით, საკმარისი არ არის.

“ჩვენ ადრევე მივუთითებდით, როგორ შეიძლებოდა ეს გაკეთებულიყო, რომ რეგისტრაცია უფრო მარტივად მომხდარიყო. ჩემი აზრით, ეს პროცესი დაიწყო დაგვიანებით, უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს იყო მიზანმიმართულად. მინდა ვთქვა, რომ სამინისტროს სრული სიზუსტით არ ჰყავს თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები აღრიცხული, რაც პრობლემას უქმნის მოქალაქეებს რეგისტრაციის მომენტში”, – ამბობს ნატროშვილი.

რაც შეეხევა არჩევნებს და დამკვირვებლებს, როგორ ნატროშვილმა გვითხრა, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, წელს მათი დამკვირვებლები გაიზარდება.

პოპულარულები