საქართველოს ნაკრები ისრაელში ათენიდან ჩავიდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა საბერძნეთში სერბეთს და საბერძნეთს მოუგო, „აკრპოლისის“ თასი მოიგო და ისრაელში ჯგუფის ფავორიტის რანგში ჩავიდა.
საქართველოს ნაკრები ისრაელში დაახლოებით 13:00 საათზე ჩაფრინდა. ჩვენს გუნდს თელ ავივის აეროპორტში დახვდა ისრაელში საქართველოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი, რომელმაც დელეგაციის სია ისრაელის მესაზღვრეებს გადასცა და კალეთბურთელთა ნაკრებიც დაუბრკოლებლად შევიდა ისრაელში.
ავტობუსით თითქმის ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, რაც განპირობებული იყო თელ ავივის საცობების გამო, საქართველოს ნაკრები სასტუმრო „ჰილტონში“ მივიდა, სადაც მცხოვრებ ჯგუფის მონაწილე ნაკრებებს – უკრაინას, გერმანიას, იტალიას და ლიტვას შეუერთდა.
სადილობისა და ნომრებში დაბინავების შემდეგ, ილიას ზუროსმა გამოყოფილი სავარჯიშო დროით ისარგებლა და კალათბურთელებს თელ ვივის არენაზე უხმო, სადაც ჩვენი ნაკრების საათზე ოდნავ მეტხნიანი ვარჯიში ჩატარდა, რაც მოთელვებს და კომბინაციების ორმხრივი თამაშით დამუშავებას დაეთმო.
საქართელოს ნაკრები 30 აგვისტოს ერთ ვარჯიშს გამართავს. 16:20 წუთზე თელ ავივ არენაზე ილიას ზუროსი ლიტვასთან მატჩის წინ გენერალურ ვარჯიშს ჩაატარებს.