მაკა ასათიანი მმართველი პარტიის ერთ-ერთი კანდიდატის აქტიური მხარდამჭერია. სოზარ სუბარის საარჩევნო კამპანიაში მაკა ხშირად ჩნდება.
მცირე ხნის წინ, სამგორის რაიონში მაკა ასათიანი სოზარ სუბარის ამომრჩეველთან შეხვედრაზე გამოჩნდა. ცნობილმა დიზაინერმა, რომელიც, როგორც ყოველთვის, შესანიშნავად გამოიყურებოდა, პატარებთან ერთად კედელი მოხატა.
გუშინ კი „ქართული ოცნების“ მიერ სოზარ სუბარის სამგორის მაჟორიტარად ოფიციალურ წარდგენასაც დაესწრო. შეხვედრა რეგულაციების დაცვით გაიმართა. მაკას, როგორც ყველას, პირბადე ეკეთა.