რადიო ,,არ დაიდარდოს” და გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად’’ მუსიკოსი ალეკო ბერძენიშვილი და მომღერალი ნანკა გვარი სტუმრობდნენ, ეთერის მსვლელობისას ნანკამ ცოცხალი შესრულება შემოგვთავაზა. გადაცემის ბოლოს კი დაპრემიერდა სიმღერა სახელწოდებით ”ისევ შენ”
როგორ გაიცანით ერთმანეთი?
ნანკა გვარი
მე და ალეკოს ურთიერთობა დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მუსიკალურ პროექტში მივიღებდი მონაწილეობას. თითქმის ერთი წელი უსრულდება ჩვენს მეგობრობას. ჩემი სურვილით მივედი მასთან და ვთხოვე სიმღერის ჩაწერა, ოღონდ ხალხისგან მალულად. სიმღერა არის ინგლისურ ენაზე, ავტორი კი გახლავთ ალეკო.
ალეკო ბერძენიშვილი
ამ სიმღერაზე გვინდოდა კლიპის გადაღებაც, თუმცა, მალევე ნანკამ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ პროექტში, სადაც შეასრულა ,,ისევ შენ”, მაშინ კი მივხვდი, რომ ეს სიმღერა უნდა გაკეთებულიყო და ვიდეოც ამაზე გადაგვეღო.
როგორ მოხვდი მუსიკალურ პროექტში ,,დიდი სცენა”, ვინმეს რჩევით თუ შენი სურვილით?
არავის უნდოდა, რომ ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. სურვილი იყო ჩემი, რადგან სცენაზე სიმღერის შიში, უძლიერესი ფობია დამემარცხებინა. ვმღერი 6-7 წლიდან, თუმცა სიმღერის პროფესიად ქცევას არ ვაპირებდი. ვარ თეატრის მსახიობი და გადავწყვიტე ვიყო მომღერალიც. მე და ალეკოს გვაქვს გარკვეული გეგმები, ვაპირებთ გლობალურ ბაზარზე გასვლას და ვიმუშავებთ აქტიურად ბევრ სიმღერაზე ,,ბრავო რექორდსში”.
ახლა კი ვისაუბროთ სიმღერაზე ,,ისევ შენ”, რომელსაც დღეს დავაპრემიერებთ..
ეს სიმღერა ყველამ იცით, ბევრჯერ გაკეთდა ამის ქავერი, თუმცა იმდენად მომეწონა ნანკას შესრულება, რომ გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა. იყო რამდენიმე ვარიანტი, არანჟირებაც დაიწერა და წაიშალა, თუმცა ორ კვირაში საბოლოო ვერსია გაკეთდა და გამოვიდა ძალიან საინტერესო.
ნანა გვარი:
კლიპზე იმუშავა თინა შარაშენიძემ, მხატვარი და კოსტუმების დიზაინერი კი არის საოცარი ადამიანი, ჩემი ახლო მეგობარი.
როგორია სამომავლო გეგმები?
დუეტის ჩაწერას ძალიან ვთხოვ ალეკოს, თუმცა ვნახოთ რას მოიფიქრებს. ვფიქრობ, რომ დავითანხმებ.
ნანკა გვარი – ისევ შენ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ნანკა გვარი & ალეკო ბერძენიშვილი – შენთან. Live
ნანკა გვარი & ალეკო ბერძენიშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები