თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, „გირჩიც“ არ შევა, – ასე უპასუხა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა მისი პარტია მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლას.
აქედან გამომდინარე „გირჩი“ მეორე ტურშიც არ მიიღებენ მონაწილეობას.
„ქუჩაში პროცესები არის კარგი, ეს არის პოლიტიკური წნეხი ხელისუფლებაზე, რომ აღიარონ, ჩაიდინეს დანაშაული. საბოლოო მიზანი არის ვადამდელი არჩევნების მიღება.
სრულად ვუერთდები ნებისმიერ მსვლელობას, მათ შორის სისხლის სამართლებრივ პროცესებს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. მასშტაბური იყო დარღვევები, იყო მოსყიდვა და დაშინებაც”, – განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმაზე ოპოზიციის შიგნით არის სალაპარაკო.
ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისი მიზანია. ეუთო ოდირის წარმომადგენლები დაარწმუნოს, რომ არჩევნების შედეგი ხალხის ნებას არ ასახავს.
„მე მაქვს კონკრეტული „ქეისი“, როგორ გააყალბა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები. დიდუბე-ჩუღურეთში მე დამაკლდა 100 ხმა და ანა დოლიძეს მოუმატეს 2057 ხმა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩამოკლებული“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ამ წუთებში ოპოზიციისა და ეუთო ოდირის წარმომადგენლებს შორის „შერატონ მეტეხი პალასში” შეხვედრა იმართება.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეუთო/ოდირს იმ დარღვევებს გააცნობენ, რასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა ადგილი.