LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში ცეცხლის სამი კერიდან ერთი ლოკალიზებულია

40

ხულოში ცეცხლის სამი კერიდან ერთი უკვე ლოკალიზებულია. შავნაბადას მთაზე ხანძრის ჩაქრობას 80 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. მიუდგომელი ტერიტორიის გამო, ტექნიკის მისვლა ცეცხლის კერებთან შეუძლებელია. გართულებულია უშუალოდ ცეცხლის კერებთან ახლოს მყოფ მაშველებთან სატელეფონო კავშირიც.

ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გავრცელებული. მათივე ცნობით, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არის, შესაბამისად, ჯერჯერობით არ განიხილება ოპერაციაში ავიაციის ჩართვის საჭიროება.

„რელიეფი რთულია, დაახლოებით 3 კილომეტრია მთიდან გასასვლელი ბილიკით, იქ სახანძრო საშუალებები ვერ მივა, ამიტომ ხელით იქნება ყველაფერი გასაკეთებელი,“ – განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g